CinemaÂmnio e Camadas Germinativas |
Compre AgoraDe The Biology of Prenatal Development. |
Roteiro: 1-ლი კვირისათვის, შიდა უჯრედოვანი მასის უჯრედები ახდენს ორი შრის ფორმირებს, რომელსაც ჰიპობლასტი და ეპიბლასტი ეწოდება. ჰიპობლასტიდან იზრდება ყვითრის პარკი, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ იმ სტრუქტურათაგანს, რომლის მეშვეობითაც დედა საკვებ ნივთიერებებს აწვდის ადრეულ ემბრიონს. ეპიბლასტის უჯრედებით ფორმირდება გარსი, რომელსაც ამნიონი ეწოდება და რომელშიც ვითარდება ემბრიონი, მოგვიანებით კი - ნაყოფი, დაბადებამდე. 2,5 კვირის ასაკისათვის, ეპიბლასტიდან წარმოქმნება 3 სპეციალური ქსოვილი ან ჩანასახისეული შრე, რომელსაც ექტოდერმი, ენდოდერმი და მეზოდერმი ეწოდება. ექტოდერმიდან იზრდება სხვადასხვა სტრუქტურები, ტვინის, ზურგის ტვინის, ნერვული სისტემის, კანის, ფრჩხილების, და თმის ჩათვლით. ენდოდერმიდან წარმოიშვება სუნთქვის სისტემის შიდა შრე და კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, ასევე იზრდება იმ უმთავრესი ორგანოების ნაწილები, როგორიცაა ღვიძლი და პანკრეასი. მეზოდერმიდან ფორმირდება გული, თირკმელები, ძვლები, ხრტილი, კუნთები, სისხლის უჯრედები და სხვა სტრუქტურები. |
Todas as idades fizeram referência a fecundação, não ao último período menstrual.
|
< Anterior | Veja Instantâneos | Próximo > |