| |
Capítulo 1 Introdução
|
| |
| დინამიური პროცესი, რომლის მეშვეობითაც
ადამიანის ერთუჯრედიანი ზიგოტა
გარდაიქმნება 100 ტრილიონი
უჯრედისაგან შემდგარ ზრდასრულ
ორგანიზმად, სავარაუდოდ,
ყველაზე შესანიშნავ ფენომენს
წარმოადგენს ბუნებაში.
|
| დღეისათვის,
მკვლევარებისათვის ცნობილია,
რომ მრავალი ყოველდღიური მოქმედება,
შესრულებული ზრდასრული
ორგანიზმის მიერ,
ყალიბდება ფეხმძიმობის პერიოდში,
ხშირად, დაბადებამდე დიდი ხნით ადრე.
|
| შობის წინა მომწიფების პერიოდი
სულ უფრო ხშირად აღიქმება,
როგორც მოსამზადებელი დრო,
რომლის განმავლობაშიც
ადამიანის განვითარებადი ორგანიზმი
იძენს მრავალ სტრუქტურას
და ავარჯიშებს მრავალ
უნარ-ჩვევას, რომელიც საჭიროა
შობის შემდგომი გადარჩენისათვის.
|
Capítulo 2 Terminologia
|
| ადამიანის ფეხმძიმობა, ჩვეულებრივ,
38 კვირამდე გრძელდება
განაყოფიერების, ანუ ჩასახვის მომენტიდან
დაწყებული დაბადებამდე.
|
| განაყოფიერების შემდგომი
პირველი 8 კვირის განმავლობაში,
ადამიანის განვითარებად ორგანიზმს
ემბრიონი ეწოდება,
რაც "შიგნით მზარდს" ნიშნავს.
აღნიშნულ დროს, რომელსაც
ემბრიონული პერიოდი ეწოდება,
ახასიათებს ორგანიზმის
უმთავრესი სისტემების ჩამოყალიბება.
|
| 8 კვირის შესრულებიდან
ფეხმძიმობის ბოლომდე,
"ადამიანის განვითარებად ორგანიზმს
"ჩანასახი" ეწოდება",
რაც ნიშნავს
"ჯერ არშობილ შთამომავლობას".
აღნიშნული დროის განმავლობაში,
რომელსაც ჩანასახის პერიოდი ეწოდება,
ორგანიზმი იზრდება და მისი
სისტემები ფუნქციონირებას იწყებს.
|
| ყველა ემბრიონული და ჩანასახის ასაკი,
ხსენებული ამ პროგრამაში,
აღნიშნავს განაყოფიერების
შემდეგომ დროს.
|