| |
Capítulo 41 4 a 5 Meses (16 a 20 Semanas): Resposta ao Estresse, Verniz Caseoso, Ritmos Circadianos
|
| |
| მე-16 კვირისათვის, ნაყოფის
მუცლის ღრუში ნემსის
შეყვანის მომცველი პროცედურა
საწყისს აძლევს ჰორმონალურ
სტრესულ რეაქციას, რომლის
დროსაც ნორადრენალინი,
ანუ ნორეპინეფრინი გამოიყოფა
სისხლის მიმოქცევის სისტემაში.
|
| სუნთქვის ორგანოებში,
ბრონქული ხე თითქმის
ჩამოყალიბებულია.
|
| დამცავი თეთრი ნივთიერება, რომელსაც
პირველშობის საპოხი ეწოდება,
უკვე ფარავს ნაყოფს.
საპოხი იცავს კანს
გაღიზიანებისაგან ნაყოფის
გარემომცველი წყლების მხრივ.
|
| მე-19 კვირიდან, ნაყოფის მოძრაობა,
სუნთქვითი აქტივობა
და გულისცემის სიხშირე
დღიურ ციკლებს მისდევს,
რომლებსაც ცირკოდიანული
რიტმები ეწოდება.
|
Capítulo 42 6 a 7 Meses (24 a 28 Semanas): Reflexo Cócleo-Palpebral e de Sobressalto; Pupilas Respondem à Luz; Olfato e Paladar
|
| |
| მე-20 კვირისათვის, ნიჟარა,
რომელიც სმენის ორგანოს წარმოადგენს,
აღწევს ზრდასრულ ზომას
სრულად ჩამოყალიბებულ
შიდა ყურში.
ამ დროიდან,
ნაყოფი რეაგირებს
ხმების მზარდ დიაპაზონზე.
|
| თმა იწყებს ზრდას
თავის თმოვან კანზე.
კანის ყველა შრე და
სტრუქტურა ჩამოყალიბებულია,
თმის ფოლიკულების
და ჯირკვლების ჩათვლით.
|
| 21-დან 22-ე კვირამდე
განაყოფიერების შემდეგ,
ფილტვებს უკვე გააჩნიათ
სუნთქვის შეზღუდული უნარი.
აღნიშნული განიხილება
სიცოცხლისუნარიანობის ასაკად,
რადგან სიცოცხლე საშვილოსნოს გარეთ
შესაძლებელი ხდება
ზოგიერთი ნაყოფისათვის.
|