| |
O Período Embrionário (As Primeiras 8 Semanas)
Desenvolvimento Embrionário: As Primeiras 4 Semanas
Capítulo 3 Fertilização
|
| |
| ბიოლოგების ენაზე თუ ვიტყვით,
"ადამიანის ორგანიზმის განვითარება
იწყება განაყოფიერებისას",
როცა ქალიც და მამაკაციც
იძლევიან 23 ქრომოსომას
მათი რეპროდუქციული
უჯრედების გაერთიანებით.
ქალის რეპროდუქციულ უჯრედს,
ჩვეულებრივ, "კვერცხი" ეწოდება,
თუმცა, უფრო ზუსტი ტერმინი
კვერცხუჯრედია.
ამის მსგავსად, მამაკაცის
რეპროდუქციული უჯრედი
საყოველთაოდ ცნობილია
"სპერმის" სახელით,
თუმცა, უფრო სწორი
ტერმინი სპერმატოზოიდია.
ქალის საკვერცხეებიდან
კვერცხუჯრედის გამოყოფის შემდეგ,
ოვულაციად წოდებულ პროცესში,
კვერცხუჯრედი და
სპერმატოზოიდი ერწყმიან
ერთ-ერთ საკვერცხე მილში,
რომელსაც, ხშირად,
ფალოპის მილს უწოდებენ.
საკვერცხე მილები
აკავშირებს ქალის საკვერცხეებს
საშვილოსნოსთან.
შედეგად მიღებულ ერთუჯრედიან
ემბრიონს ზიგოტა ეწოდება,
რაც "შეთავსებულს ან
შეერთებულს" ნიშნავს.
|
Capítulo 4 DNA, divisão celular e Fator Inicial da Gravidez (EPF)
|
| |
| ზიგოტას 46 ქრომოსომა
წარმოადგენს უნიკალურ
პირველად გამოვლინებას
ახალი სიცოცხლის
სრული გენეტიკური მონახაზისა.
აღნიშნული "გენერალური გეგმა"
მოთავსებულია
მჭიდროდ დახვეულ მოლეკულებში,
რომელსაც დნმ ეწოდება.
ისინი შეიცავს მითითებებს
ორგანიზმის საერთო განვითარებისათვის.
დნმ-ის მოლეკულები
წააგავს დახვეულ კიბეს
და ცნობილია ორმაგი
სპირალის სახელით.
კიბის საფეხურები წარმოადგენს
შეწყვილებულ მოლეკულებს,
ან ფუძეებს, რომელსაც გუანინი
ციტოზინი, ადენინი და თიმინი ეწოდება.
|
| გუანინი მხოლოდ
ციტოზინს უწყვილდება,
ხოლო ადენინი - თიმინს.
ადამიანის თითოეული უჯრედი
შეიცავს 3 მილიარდამდე
ასეთ ფუძეთა წყვილს.
ცალკეული უჯრედის დნმ
შეიცავს იმდენ ინფორმაციას,
რომ ნაბეჭდი სახით
მისი წარმოდგენისას,
თითოეული ფუძის მხოლოდ
პირველი ასოების ჩამონათვალს
1,5 მილიონი გვერდი დასჭირდება!
ერთი ბოლოდან მეორემდე,
ადამიანის უჯრედის დნმ-ის
სიგრძე 3 1/3 ფუტს,
ანუ 1 მეტრს შეადგენს.
|
| რომ შეგვეძლოს ზრდასრული
ორგანიზმის 100 ტრილიონი
უჯრედის ყველა დნმ-ის
ხვეულის გასწორება,
მისი სიგრძე 101 მილიარდ კილომეტრზე
მეტს შეადგენდა.
აღნიშნული მანძილი 340-ჯერ
აღემატება დედამიწიდან მზემდე
და უკან დისტანციას.
|
| განაყოფიერებიდან 24-30
საათის განმავლობაში,
ზიგოტა ასრულებს
უჯრედის პირველ დაყოფას.
მიტოზის პროცესში,
ერთი უჯრედი ორად იყოფა,
ორი - ოთხად და ა.შ.
|
| განაყოფიერების დაწყებიდან ჯერ
კიდევ 24-48 საათის განმავლობაში,
ფეხმძიმობა შესაძლოა დადასტურდეს
ჰორმონალური დიაგნოსტირებით,
რომელსაც დედის სისხლში "ადრეული
ფეხმძიმობის ფაქტორი" ეწოდება.
|
Capítulo 5 Estágios Iniciais (Mórula e Blastocisto) e Células Tronco
|
| |
| განაყოფიერებიდან მე-3-4 დღისათვის,
ემბრიონის დაყოფადი უჯრედების
სფერულ ფორმას იღებს,
ხოლო ემბრიონს მორულა ეწოდება.
მე-4-5 დღისათვის, უჯრედების ხსენებულ
ბურთულაში ფორმირდება ღრუ,
რის შემდეგაც ემრიონს ბლასტოდერმულ
ბუშტს - ბლასტოცისტას უწოდებენ.
ბლასტოცისტის შიდა უჯრედებს
უჯრედოვანი მასა ეწოდება,
საიდანაც იზრდება თავი, სხეული და სხვა
სტრუქტურები, რომლებიც სასიცოცხლო
მნიშვნელობისაა ორგანიზმის
განვითარებისათვის.
შიდა უჯრედოვანი მასის უჯრედებს
ემბრიონული ღეროს უჯრედებს უწოდებენ,
რადგან თითოეულ მათგანს გააჩნია უნარი
შეადგინოს 200-ზე მეტი
უჯრედის სახეობა,
რომელიც შეადგენს ადამიანის სხეულს.
|
Capítulo 6 1 a 1½ Semanas: Implantação e Gonadotrofina Coriônica Humana (hCG)
|
| საშოს მილის გავლით
ქვევით დაწევის შემდეგ,
ადრეული ემბრიონი თვით თავსდება
დედის საშვილოსნოს შიდა კედელში.
აღნიშნული პროცესი, რომელსაც
იმპლანტაცია ეწოდება, განაყოფიერებიდან
6 დღეში იწყება და
10-12 დღეში სრულდება.
მზარდი ემბრიონის უჯრედები
იწყებს ჰორმონის გამოყოფას,
რომელსაც ადამიანის ქორიონული
გონადოტროპინი, ანუ ჰჩG ეწოდება;
ეს ნივთიერება გამოვლინდება
ფეხმძიმობაზე ტესტების უმეტესობით.
HჩG წარმართავს დედისეულ ჰორმონებს
ნორმალური მენსტრუალური
ციკლის შესაჩერებლად,
რაც იძლევა ფეხმძიმობის
გაგრძელების შესაძლებლობას.
|
Capítulo 7 A Placenta e o Cordão Umbilical
|
| იმპლანტაციის შემდეგ,
ბლასტოცისტის პერიფერიული
უჯრედებიდან
იზრდება იმ სტრუქტურის ნაწილი,
რომელსაც პლაცენტა ეწოდება და
რომელიც უზრუნველყოფს
ურთიერთკავშირს დედის
და ემბრიონის გულ-სისხლძარღვთა
სისტემებს შორის.
პლაცენტა მზარდ ორგანიზმს
უზრუნველყოფს დედის ჟანგბადით,
საკვები ნივთიერებებით, ჰორმონებით
სამკურნალო საშუალებებით;
მთლიანად აშორებს ორგანულ ნარჩენს;
ასევე, თავიდან გვაცილებს დედის
სისხლის შერევას ემბრიონის
და ნაყოფის სისხლთან.
პლაცენტა ასევე აწარმოებს ჰორმონებს
უზრუნველყოფს ემბრიონის
და ნაყოფის სხეულის ტემპერატურას
დედისაზე მცირედ მაღალ დონეზე.
პლაცენტა დაკავშირებულია
მზარდ ორგანიზმთან
ჭიპლარის ძარღვების მეშვეობით.
თანამედროვე საავადმყოფოებში გააჩნიათ
პლაცენტის ცხოველქმედების
შესაძლებლობები, რომელიც კონკურენციას
უწევს ინტენსიური თერაპიის დანადგარებს.
|
Capítulo 8 Nutrição e Proteção
|
| |
| 1-ლი კვირისათვის,
შიდა უჯრედოვანი მასის უჯრედები
ახდენს ორი შრის ფორმირებს,
რომელსაც ჰიპობლასტი
და ეპიბლასტი
ეწოდება.
ჰიპობლასტიდან იზრდება
ყვითრის პარკი,
რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ იმ
სტრუქტურათაგანს, რომლის მეშვეობითაც
დედა საკვებ ნივთიერებებს აწვდის
ადრეულ ემბრიონს.
ეპიბლასტის უჯრედებით ფორმირდება
გარსი, რომელსაც ამნიონი ეწოდება
და რომელშიც ვითარდება
ემბრიონი,
მოგვიანებით კი -
ნაყოფი, დაბადებამდე.
|
Capítulo 9 2 a 4 Semanas: Camadas Germinativas e Formação de Órgãos
|
| |
| 2,5 კვირის ასაკისათვის,
ეპიბლასტიდან წარმოქმნება
3 სპეციალური ქსოვილი
ან ჩანასახისეული შრე,
რომელსაც ექტოდერმი,
ენდოდერმი
და მეზოდერმი ეწოდება.
ექტოდერმიდან იზრდება
სხვადასხვა სტრუქტურები,
ტვინის,
ზურგის ტვინის,
ნერვული სისტემის,
კანის,
ფრჩხილების,
და თმის ჩათვლით.
ენდოდერმიდან წარმოიშვება
სუნთქვის სისტემის შიდა შრე
და კუჭ-ნაწლავის ტრაქტი,
ასევე იზრდება იმ უმთავრესი
ორგანოების ნაწილები,
როგორიცაა ღვიძლი
და პანკრეასი.
მეზოდერმიდან ფორმირდება გული,
თირკმელები,
ძვლები,
ხრტილი,
კუნთები,
სისხლის უჯრედები
და სხვა სტრუქტურები.
|
| მე-3 კვირისათვის,
ტვინი იყოფა 3 უმთავრეს ნაწილად,
რომელსაც ეწოდება
წინა ტვინი,
შუა ტვინი,
და უკანა ტვინი.
რესპირატორული და კუჭ-ნაწლავის
სისტემების ჩამოყალიბებაც
ამავდროულად
მიმდინარეობს.
|
| მას შემდეგ,
რაც სისხლის პირველი უჯრედები
წარმოიშვება ყვითრის პარკში,
სისხლძარღვები ვითარდება
მთელს ემბრიონში
და წარმოიშვება ტუბულარული გული.
თითქმის იმავდროულად,
სწრაფად მზარდი გული
ჩაიკეცება საკუთარ თავში,
როგორც კი ცალკე კამერები
იწყებს ჩამოყალიბებას.
გული იწყებს ცემას
3 კვირის და 1 დღის ასაკში
განაყოფიერების შემდეგ.
სისხლის მიმოქცევის სისტემა
წარმოადგენს სხეულის პირველ სისტემას
ან დაკავშირებული ორგანოების ჯგუფს,
რომელმაც ფუნქციურ
მდგომარეობას უნდა მიაღწიოს.
|
Capítulo 10 3 a 4 Semanas: O Dobramento do Embrião
|
| |
| 3-დან 4 კვირამდე ასაკში,
ჩნდება სხეულის მონახაზი,
რამდენადაც ემბრიონის ტვინი,
ზურგის ტვინი,
და გული
ადვილად შესამჩნევია
ყვითრის პარკთან ერთად.
სწრაფი ზრდა იწვევს შედარებით
არარელიეფური ემბრიონის ჩამოყალიბებას.
აღნიშნული პროცესი მოიცავს
ყვითრის პარკის ნაწილს
კუჭ-ნაწლავის სისტემის
შიდა შრეში
და ახდენს გულ-მკერდის
და მუცლის ღრუს ფორმირებას
ადამიანის განვითარებად ორგანიზმში.
|