| |
Desenvolvimento Embrionário: 4 a 6 Semanas
Capítulo 11 4 Semanas: Líquido Amniótico
|
| |
| 4 კვირის ასაკისათვის,
წყლის გამჭვირვალე გარსი
გარს ეკვირის ემბრიონს
სითხით სავსე პარკუჭში.
ამნიონური სითხე,
რომელსაც ნაყოფისმიერი წყლები ეწოდება,
იცავს ემბრიონს დაზიანებისაგან.
|
Capítulo 12 O Coração em Ação
|
| |
| ჩვეულებრივ, გული
წუთში 113-ჯერ ცემს.
დააკვირდით როგორ
იცვლის გული ფერს
სისხლის შედინების და გამოდინებისას
მის კამერებში ყოველი ცემისას.
გული, დაბადებამდე,
თითქმის 54 მილიონჯერ სცემს,
ხოლო 80 წლიანი სიცოცხლის
მანძილზე - 3,2 მილიარდჯერ.
|
Capítulo 13 O Crescimento do Cérebro
|
| |
| ტვინის სწრაფი ზრდა ნათელია
ცვალებადი გარეგნული სახით:
წინა ტვინის,
შუა ტვინის,
და უკანა ტვინის.
|
Capítulo 14 Brotos dos Membros
|
| |
| ზედა და ქვედა კიდურების
განვითარება იწყება
კიდურების ჩანასახების წარმოქმნით
4 კვირის ასაკში.
|
| ამ დროს კანი გამჭვირვალეა,
რადგან ის მხოლოდ
ერთი უჯრედის სისქისაა.
კანის შესქელებასთან ერთად,
ის კარგავს გამჭვირვალობას,
რაც ნიშნავს, რომ შეგვეძლება
დავაკვირდეთ შიდა ორგანოების
განვითარებას მხოლოდ კიდევ ერთ თვეს.
|
Capítulo 15 5 Semanas: Hemisférios Cerebrais
|
| |
| მე-4 და მე-5 კვირებს შორის,
ტვინი აგრძელებს სწრაფ ზრდას
და იყოფა 5 ცალკეულ ნაწილად.
თავი ემბრიონის სრული
მოცულობის 1/3-ს შეადგენს.
ჩნდება თავის ტვინის ნახევარსფეროები,
რომლებიც ნელ-ნელა
იქცევა ტვინის უდიდეს ნაწილებად.
ფუნქციები, რომლებსაც საბოლოოდ
წარმართავს თავის ტვინი,
მოიცავს აზროვნებას, სწავლის უნარს,
მეხსიერებას, მეტყველებას, მხედველობას,
სმენას, შეგნებულ მოძრაობას
და პრობლემების გადაჭრის უნარს.
|
Capítulo 16 Vias Respiratórias Principais
|
| |
| სუნთქვის სისტემაში
წარმოიშვება ბრონქების მარჯვენა
და მარცხენა ძირითადი ღერო
და საბოლოოდ შეაერთებს
ტრაქეას, ანუ სასულეს
ფილტვებთან.
|
Capítulo 17 Fígado e Rins
|
| |
| ყურადღება მიაქციეთ მკვრივ ღვიძლს,
რომელიც ავსებს მუცლის ღრუს
მფეთქავი გულის მეზობლად.
მუდმივი თირკმელები
ყალიბდება მე-5 კვირისათვის.
|
Capítulo 18 Saco Vitelino e Células Germinativas
|
| |
| ყვითრის პარკი შეიცავს
ადრეული რეპროდუქციის უჯრედებს,
რომელსაც ემბრიონული
უჯრედები ეწოდება.
მე-5 კვირისათვის,
ეს ემბრიონული უჯრედები განიცდის
მიგრაციას
რეპროდუქციის ორგანოებისაკენ,
რომლებიც თირკმელებს ესაზღვრება.
|
Capítulo 19 Placas da Mão e Cartilagem
|
| |
| ასევე მე-5 კვირისათვის,
ემბრიონი ივითარებს
ხელის მტევნის ჩანასახებს,
ხოლო ხრტილის ფორმირება
იწყება 5,2 კვირის ასაკში.
აქ ჩვენ ვხედავთ მარცხენა
ხელის მტევნის ჩანასახს
და მაჯას 5 კვირის და 6 დღის ასაკში.
|