| |
Desenvolvimento Embrionário: 6 a 8 Semanas
Capítulo 20 6 Semanas: Movimento e Sensação
|
| |
| მე-6 კვირისათვის, თავის ტვინის
ნახევარსფეროები არაპროპორციულად
სწრაფად იზრდება ტვინის
სხვა ნაწილებთან შედარებით.
ემბრიონი იწყებს სპონტანურ
და რეფლექსურ მოძრაობას.
ასეთი მოძრაობა აუცილებელია
ნორმალური ნერვ-კუნთოვანი
განვითარებისათვის.
|
| შეხება პირის ღრუსთან
აიძულებს ემბრიონს
რეფლექსურად გასწიოს თავი.
|
Capítulo 21 A Orelha Externa e a Formação de Célula Sanguínea
|
| |
| გარე ყური იწყებს ჩამოყალიბებას.
|
| მე-6 კვირისათვის,
ღვიძლში მიმდინარეობს
სისხლის უჯრედების ფორმირება,
სადაც უკვე აღირიცხება ლიმფოციტები.
სისხლის აღნიშნული თეთრი უჯრედები
წარმოადგენს განვითარებადი იმუნური
სისტემის უმთავრეს ნაწილს.
|
Capítulo 22 O Diafragma e os Intestinos
|
| დიაფრაგმა,
სუნთქვისათვის
აუცილებელი უპირველესი კუნთი,
თითქმის ჩამოყალიბებულია
მე-6 კვირისათვის.
|
| ნაწლავების გარკვეული
ნაწილი უკვე აღწევს ჭიპლარში.
აღნიშნული ნორმალური პროცესი,
რომელსაც ფიზიოლოგიური
თიაქარი ეწოდება,
წარმოქმნის სიცარიელეს მუცლის ღრუში
სხვა განვითარებადი ორგანოებისათვის.
|
Capítulo 23 Placas da Mão e Ondas Cerebrais
|
| |
| 6 კვირის ასაკში,
ხელის მტევნის ჩანასახები
გამოიმუშავებს წვრილ წარმონაქმნებს.
|
| მარტივი ტვინის ელექტროენცეფალოგრამა
ჯერ კიდევ
6 კვირის და 2 დღის ასაკში გაკეთდა.
|
Capítulo 24 Formação do Mamilo
|
| |
| ძუძუს კერტები ჩნდება
სხეულის გვერდებზე
ცოტა უფრო ადრე მათ
საბოლოო ადგილზე მოთავსებამდე
გულ-მკერდის წინა მხარეს.
|
Capítulo 25 Desenvolvimento dos Membros
|
| |
| 6,5 კვირისათვის,
უკვე გამოკვეთილია იდაყვები,
თითები იწყებს განცალკევებას
და შესამჩნევი ხდება მოძრაობა.
|
| ძვლების ფორმირება, რომელსაც
ოსიფიკაცია ეწოდება,
იწყება ლავიწში,
ანუ ლავიწის ძვლით,
და ზედა და ქვედა ყბებში.
|
Capítulo 26 7 Semanas: Soluços e Resposta a Susto
|
| |
| მე-7 კვირისათვის,
შესამჩნევია სლოკინი
და ფეხის მოძრაობა,
სტარტ-რეფლექსთან ერთად.
|
Capítulo 27 O Coração Desenvolvido
|
| |
| 4 კამერიანი გული
თითქმის ჩამოყალიბებულია.
საშუალოდ, გული ახლა
წუთში 167-ჯერ ცემს.
გულის ელექტრო აქტიურობა,
აღრიცხული 7,5 კვირის ასაკში,
უჩვენებს ტალღების სახეობას,
რომელიც წააგავს მოზრდილისას.
|
Capítulo 28 Ovários e Olhos
|
| |
| ქალებში საკვერცხეები გარჩევადია
მე-7 კვირისათვის.
|
| 7,5 კვირის ასაკში,
თვალის პიგმენტური ბადურა
ნათლად ჩანს, ხოლო ქუთუთოები
შედის სწრაფი ზრდის პერიოდში.
|
Capítulo 29 Dedos das Mãos e dos Pés
|
| |
| ხელის თითები განცალკევებულია,
ხოლო ფეხის თითები ერთიანია
მხოლოდ ფეხის გულთან.
|
| ხელები უკვე წვდება ერთმანეთს,
ისევე, როგორც ფეხები.
ასევე, უკვე ჩამოყალიბებულია
მუხლის სახსრები.
|