| |
Um Embrião de 8 Semanas
Capítulo 30 8 Semanas: Desenvolvimento do Cérebro
|
| |
| მე-8 კვირისათვის, ტვინი
მნიშვნელოვნადაა განვითარებული
და ემბრიონის მთლიანი წონის
თითქმის ნახევარს შეადგენს.
ზრდა გრძელდება უჩვეულო სისწრაფით.
|
Capítulo 31 Característica de Destro e Canhoto
|
| |
| მე-8 კვირისათვის, ემბრიონების 75%
ავლენს მარჯვენა ხელის დომინანტურობას.
დანარჩენი თანაბრად იყოფა
მარცხენა ხელის დომინანტებს
და არადომინანტებს შორის.
ეს უადრესი გამოვლინებაა
მემარჯვენეობის და მემარცხენეობისა.
|
Capítulo 32 Virar
|
| |
| პედიატრიული სახელმძღვანელოები
აღწერს "გადაგორების" უნარს,
როგორც გამოვლენილს
დაბადებამდე 10-20 კვირით ადრე.
თუმცა, ეს შთამბეჭდავი კოორდინაცია
გაცილებით ადრე ვლინდება
დაბალი გრავიტაციის გარემოში,
რომელსაც ადგილი აქვს
თხევად ამნიოტიკურ პარკში.
მხოლოდ იმ აუცილებელი
ძალის სიმცირე, რომელიც
საჭიროა საშვილოსნოს გარეთ არსებული
უფრო დიდი მიზიდულობის ძალის
დასაძლევად, არ აძლევს საშუალებას
ახალშობილებს გადაგორდნენ.
|
| ემბრიონი კიდევ უფრო აქტიური
ხდება ფიზიკურად
ამ დროისათვის.
მოძრაობები შესაძლოა
იყოს ნელიც და სწრაფიც,
ცალკეულიც და განმეორებადიც,
სპონტანურიც და რეფლექსურიც.
თავის ბრუნვა, კისრის წაგრძელება
და ხელის სახესთან შეხება
უფრო ხშირი ხდება.
|
| ემბრიონის შეხება იწვევს
ჰეტეროტროპიას,
ყბების ამოძრავებას,
ჩაჭიდებით მოძრაობებს
და ფეხის წვერების გაჭიმვას.
|
Capítulo 33 Fusão da Pálpebra
|
| |
| მე-7 და მე-8 კვირებს შორის,
ზედა და ქვედა ქუთუთოები
სწრაფად იზრდება თვალებს გარშემო
და ნაწილობრივ იხუჭება კიდეც.
|
Capítulo 34 Movimento de Respiração e Micção
|
| |
| მიუხედავად საშვილოსნოში
არსებული უჰაერობისა,
ემბრიონი ავლენს ნაწყვეტ
სუნთქვით მოძრაობებს მე-8 კვირისათვის.
|
| ამ დროისათვის, თირკმელები
გამოიმუშავებს შარდს,
რომელიც გამოთავისუფლდება
ნაყოფის გარემომცველ წყლებში.
მამაკაც ემბრიონებში,
განვითარებადი სათესლეები
იწყებს ტესტოსტერონის
გამომუშავებას და გამოყოფას.
|
Capítulo 35 8 a 9 Meses (32 a 36 Semanas): Formação dos Alvéolos, Segurar com Força, Preferências de Gosto
|
| |
| კიდურების ძვლები, სახსრები, კუნთები,
ნერვები
და სისხლძარღვები
მეტად წააგავს ზრდასრულისას.
მე-8 კვირისათვის, ეპიდერმისი,
ანუ გარე კანი
მრავალშრიანი მემბრანის სახეს იღებს
და მნიშვნელოვნად კარგავს
გამჭვირვალობას.
წარბები იზრდება თმის პირის
გარშემო გაჩენასთან ერთად.
|
Capítulo 36 Resumo das Primeiras 8 Semanas
|
| |
| რვა კვირა აღნიშნავს ემბრიონული
პერიოდის დასასრულს.
ამ პერიოდში, ადამიანის ემბრიონი
ერთი უჯრედიდან გაიზარდა
1 მილიარდ უჯრედამდე,
რაც შეადგენს
4000-ზე მეტ განცალკევებულ
ანატომიურ სტრუქტურებს.
ამ დროისათვის
ფუნქციონირებს ემბრიონის
იმ სტრუქტურების 90%-ზე მეტი,
რომლებიც გააჩნია ზრდასრულ ორგანიზმს.
|